ჩვენ საიტზე – www.medt.ge შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე გვერდზე განსაზღვრული საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:
ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი,
წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;
ადასტურებთ, რომ გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ www.medt.ge-ს, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ წესების, ჩვენი საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად.
არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით;
ვებგვერდს ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;
არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ წესებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
ჩვენი პასუხისმგებლობა
ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანისთვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანით. ჩვენი პასუხისმგებლობა გამორიცხულია ისეთი ზიანისთვის, რაც გამოწვეული არ არის ჩვენი ბრალეული ქმედებით ან ფორს-მაჟორული სიტუაციით.