HB 5247 – ზურგის დამჭერი კორსეტი (მეტალის ჩანართით)

50,00 

მოქმედება:

– ინდივიდუალური კორექცია დღის განმავლობაში.

– მხრების გაშლა.

– მსუბუქი რელაქსაცია, გულმკერდის შუა და ქვედა მალების, წელის ზედა ნაწილის კუნთების ნორმალური ტონუსის შენარჩუნება.

– ხერხემლის რბილი ფიქსაცია.

– მხრების გაშლა, კორსეტის მეშვეობით, გმატებთ სიმაღლეში რამდენიმე სმ-ს.

შეძენამდე გთხოვთ დაგვიკავშირდით ზომის შესარჩევად.

 

ჩვენებები:

– სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბება ბავშვებში და დიდებში, კიფოზი, კიფოსქოლიოზი.

– ტრავმების და ხერხემლის ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი.

– ხერხემლის გამრუდების პროგრესირების პროფილაქტიკა.

უკუჩვებები:

კანის ადგილობრივი დაავადებები, ხერხემლის აუცილებელი მყარი ფიქსაცია.

გამოყენება:

ზურგის დამჭერი კორსეტი იცმევა უშუალოდ ტანზე ან ბამბის თეთრეულზე. ფართე ქამარი მაგრდება წინ, ვიწრო ელასტიური ლენტები გადმოგვაქვს წინ, ვახვევთ მხრებზე, ვაჯვარედინებთ ზურგზე და ვამაგრებთ მუცელზე ისე, რომ კორსეტში ჩადგმული გასამყარებელი საშუალებები  განთავსდეს ხერხემლის ორივე მხარეს. შესაკრავის დაჭიმვით და მოდუნებით ვარეგულირებთ მხრების გაშლას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოვიღოთ კორსეტის მყარი ნაწილები, მოვღუნოთ და ზურგის რელიეფის ფორმა მივცეთ.

რეკომენდებულია ყოველდღიურად 3-4 საათის განმავლობაში ტარება. ვიწყებთ 15-25 წუთით და ვამატებთ 20 წუთს ყოველდღიურად, 1-1,5 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობა – გამოყენებიდან 36 თვე

ზომა დამოკიდებულია წელის გარშემოწერილობაზე:

S, M, L, XL, XXL 

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი