სხეულის შემადგენლობის ანალიზატორი / სასწორი Dr. Care OK300
მრავალფუნქციური ჭკვიანი სასწორი
ფუნქციური თავისებურებები:
– ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით ჭკვიანი სასწორი ზომავს სხეულის სრულ, ცხიმის, წყლის და კუნთის წონას, ენერგიის ხარჯვას, ძვლის სიმკვრივეს, ადამიანის სხეულის წონისა და სიმაღლის ინდექსს.
– ჭკვიან სასწორს შეუძლია შეინახოს სრული პროფილი – სქესი, ასაკი, სიმაღლე – 10 სხვადასხვა მომხმარებლისთვის. იდეალურია მრავალწევრიანი ოჯახებისთვის.
ჭკვიანი სასწორის გამოყენება აკრძალულია გულის კარდიოსტიმულატორის მქონე პირებისთვის!
ჭკვიანი სასწორი წონის მაქსიმუმ 150 კილოს.
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
გარანტია 1 წელი
აღწერა
ჭკვიანი სასწორის პირველად გამოყენებისას მიუთითეთ თქვენი სქესი, სიმაღლე და ასაკი თითოეული მომხმარებლისთვის. ინფორმაცია თითოეული ადამიანის შესახებ ინახება ჭკვიანი სასწორის მეხსიერებაში.
მახასიათებლები:
Body Weight – სხეულის წონა, რომელიც იზომება გრავიტაციის ძალით სხეულის მასაზე.
Energy Consumption – ენერგიის ხარჯვა – ბაზისური მეტაბოლური პროცენტია, გამოითვლება სპეციალური ფორმულით, რომელიც მოიცავს ადამიანის წონას, სიმაღლეს და ასაკს.
Total Body Water – სხეულში წყლის წონა – მნიშვნელოვანია სხეულის ჰიდრატაციის კონტროლისთვის.
BMI Level – სხეულის წონისა და სიმაღლის ინდექსი – გამოითვლება წონა კილოგრამებში გაყოფილი სიმაღლეზე (მეტრ კვადრატში).
Muscle Mass – კუნთის მასა – იზომება სხეულში ცხიმის პროცენტულობით, სრული წონით და სიმაღლის გამოყენებით.
Bone Mass – ძვლის მასა – ძვლოვანი მასის ჯამური წონა.
FAT Percentage – ცხიმის პროცენტულობა ორგანიზმში.




