საწოლის ტიპის სამედიცინო საჰაერო ლეიბი FU AM002

230,00 

ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შემუშავებული იქნა საჰაერო ლეიბი ნაწოლების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

მოწყობილობა განსხვავდება ბალიშების ტიპის მიხედვით: სფერული, მრგვალი და გრძელი, ვიწრო.

ადამიანის სხეულის ზეწოლის დისპერსიის თეორიის გამოყენებით მოწყობილობა კურნავს და ახდენს წყლულების, ნაწოლების გაჩენის პრევენციას.

მოწყობილობა განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შეზღუდული აქვთ მოძრაობა, აწუხებთ: დამწვრობა, პოსტ-ოპერაციული პერიოდი, მოტეხილობა და ა. შ

მახასიათებლები:

მასალა: PVC დაფარული ნეილონით

სისქე: 0,3-0,4მმ

ზომა:185*85*6,5სმ

მილების რაოდენობა: 22ცალი

მოწყობილობის მუშაობის პრინციპი:

საწოლის ტიპის სამედიცინო საჰაერო ლეიბი შედგება ორი ნაწილისგან: ძირითადი ჩარჩო და საჰაერო ლეიბი.

ლეიბს აქვს ორი ცალკეული ბალონი. მთავარი ჩარჩოს დახმარებით, ბალონებს შეუძლიათ შეეხონ სხეულის განსხვავებულ ნაწილებს, ყოველ ექვს წუთში ერთხელ. ცვალებადი ბალონი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, რათა თავიდან აიცილოს ნაწოლების გაჩენა იმ პაციენტებში, რომლებსაც ხანგრძლივი დროით უწევთ საწოლში გაჩერება.

გამოყენების წესები:

  1. მოათავსეთ საჰაერო ბალიში საწოლზე, დააკავშირეთ დენის წყარო საჰერო ბალიშის მთავარ ჭურჭელთან.
  2. შეაერთეთ დენის წყაროში და ჩართეთ.
  3. პირველად გამოყენების შემთხვევაში ჰაერის დატუმბვის სიმძლავრე დააყენეთ მაქსიმალურ ნიშნულზე.
  4. ღამით ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ჰაერის ნაკადის ძლიერ მოძრაობას გრძნობს, სიმძლავრე დააყენეთ სუსტ მაჩვენებელზე.

ყურადღება!

გამოყენების შემდეგ დააბრუნეთ რეგულირების ღილაკი ყველაზე დაბალ ნიშნულზე და გამოაერთეთ დენის წყაროდან.

ყურადღებით იყავით ბასრ ნივთებთან, რათა თავიდან აირიდოთ საჰაერო ბალიშების დაზიანება.

ყურადღებით იყავით მოწყობილობის დენის შნურთან – არ გადაიგრიხოს, დაზიანდეს.