გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (გუმ) სენსორული სისტემა GX-01S

150,00 

გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სენსორული სისტემა (გუმს) გლუკოზის რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ნაჩვენებია ზრდასრულ პაციენტებში (18 წლიდან) დიაბეტის სამართავად.

მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის პროცესში, ანაცვლებს გლუკომეტრს თითის საჩხვლეტი კალმით.

სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემების ინტერპრეტაცია ხდება გლუკოზის დინამიკისა და დროის მონაკვეთში მიღებული თანმიმდევრული მაჩვენებლების საფუძველზე. სისტემა ტენდენციების აღრიცხვისა და პატერნების კონტროლის მეშვეობით ავლენს ჰიპერგლიკემიისა და ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებს, რაც მოკლე და გრძევლადიანი თერაპიის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.

სენსორი მოთავსებულია სენსორის აპლიკატორში. მას აქვს პატარა, მოქნილი წვერი, რომელიც თავსდება კანქვეშ. სენსორის ტარება დასაშვებია 15 დღემდე.

ნაბიჯი: 1 შეარჩიეთ სენსორის მოთავსების მიდამო, მკლავის უკანა ზედა მიდამო

ნაბიჯი: 2 მოთავსებამდე კანი უნდა დამუშავდეს სპირტით და სრულად გაშრეს.

ნაბიჯი: 3 მოხსენით სენსორის აპლიკატორს დამცავი თავსახური და გადადეთ

ნაბიჯი: 4 აპლიკატორი ღია ნაწილით მჭიდროდ მიაბჯინეთ კანის წინასწარ შერჩეულ ადგილს. გაააქტიურეთ აპლიკატორის იმპლანტაციის ღილაკი. ზამბარის მექანიზმის ამოქმედების ხმის გაგონების შემდეგ, დაიცადეთ რამდენიმე წამით, რაც უზრუნველყოფს სენსორის ადჰეზიას კანთან და საინექციო ნემსის ავტომატურ რეტრაქციას აპლიკატორში.

ნაბიჯი: 5 აპლიკატორი ფრთხილად მოაცილეთ კანის ზედაპირს. სენსორი უნდა იყოს ფიქსირებული კანზე.

ნაბიჯი: 6  სენსორის მოთავსების შემდეგ, ვიზუალურად შეაფასეთ ფიქსაციის საიმედოობა. დააბრუნეთ დამცავი თავსახური აპლიკატორზე.

 

– პროდუქტის გამოყენებამდე, აუცილებელია ინსტრუქციის წაკითხვა ან შესაბამისი ტრენინგის გავლა პროფესიონალის ხელმძღვანელობით.

– გლუკოზის სენსორის მიერ გამოვლენილი ჰიპოგლიკემიის დასადასტურებლად, აუცილებელია ჩატარდეს თითიდან აღებული სისხლის ნიმუშის ანალიზი გლუკომეტრის მეშვეობით.

– მძიმე დეჰიდრატაციამ ან ორგანიზმიდან წყლის ჭარბმა დაკარგვამ შესაძლოა განაპირობოს არაზუსტი შედეგები. დეჰიდრატაციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო პერსონალს.

– თუ გუმს-ის სენსორის მიერ ნაჩვენები მონაცემები არაზუსტია, ან არ შეესაბამება პაციენტის სიმპტომებს, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრისთვის გამოიყენეთ გლუკომეტრი, ან მოახდინეთ გლუკოზის სენსორის კალიბრირება. პრობლემის შენარჩუნების შემთხვევაში, სენსორი უნდა მოიხსნას და შეიცვალოს ახლით.

– გუმს-ის მონაცემები გამოიყენება მხოლოდ დამხმარე ინფორმაციის სახით დიაბეტის მონიტორინგისთვის. კლინიკური დიაგნოზისთვის მხოლოდ გუმს-ის მონაცემებზე დაყრდნობა დაუშვებელია.

– LinX გუმ-ის სისტემა გამოცდილია 1-ელი და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებზე, თუმცა კვლევებში არ მონაწილეობდნენ გესტაციური დიაბეტის მქონე ქალები.